სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული
ტექნოლოგიები
საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას
სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვა განსაკუთრებით მნისვნელოვანია განათლების
სფეროში, რადგან ეს მომავალი თაობის აღზრდასთან არის დაკავშირებული .კომპიუტერული ტექნოლოგიების
გამოყენებით სამუშაოს მნიშვნელობის გამარტივება და მრავალი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამა თუ იმ მიზნით ხშირად ხდება მათი არალეგალური კოპირება, გავრცელება და გამოყენება.
ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა ყურადღება
მივაქციოთ შემდეგ ფაქტებს :
1.
პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება კანონდარღვევაა.
კანონები საავტორო უფლებების შესახებ იცავს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის ავტორს,
ასევე მის მფლობელს, ისევე როგორც საპატენტო უფლება იცავს გამომგონებელს.
2.
გარდა კანონდარღვევისა პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური
კოპირება ზიანს აყენებს საზოგადოებას, რადგან
ხელს უწყობს მორალური და იურიდიული ნორმების დარღვევის დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია განათლების დარგსი.
3.
პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება ზიანს
აყენებს მის შემქმნელს , რადგან ხელს უშლის მას მიიღოს სათანადო ანაზრაურება შესრულებული
სამუშაოებისთვის . ის ხელს უშლის პროგრამული უზრუნველყოპის მხარდაჭერას და შემდგომში
მის გაუმჯობესებას, რადგან მის შემქმნელს მოტივაციას უკარგავს. გარდა ამისა , ეს პროგრამული
უზრუნველყოფის ფასის გაზრდას იწვევს.
No comments:
Post a Comment