გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
   მარინე გახარია    

საგანი
   ბიოლოგია

კლასი
     საშუალო საფეხური, XI კლასი

თემა
   ცილის სინთეზი

მოსწავლეთა პროფილი 

კლასში ირიცხება 25 მოსწავლე.  სსსმ მოსწავლე არ მყავს. მყავს რამდენიმე მოსწავლე, რომელიც გამოირჩევა სწავლის დაბალი მოტივაციით.


გაკვეთილის მიზანი  

მოსწავლე სწორად ჩამოაყალიბებს დნმ-ის კოდის არსს და ფუნქციას ცილის სინთეზის პროცესში, უშეცდომოდ აღწერს ცილის სინთეზის ეტაპებს, მიღებული ცოდნის საფუძველზე სწორად ამოხსნის ამოცანებს.
მოსწავლემ იცის  გენეტიკური კოდის არსი და ფუნქცია.  აღწერს ცილის სინთეზის ეტაპებს, მიღებული ცოდნას იყენებს ადეკვატურად.


ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი 


ბიოლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების  და ინდივიდური განვითარების ფორმები.
·         განიხილავს დნმ-ის კოდს და ახასიათებს გენს, როგორც დნმ-ის მონაკვეთს, რომელიც კონკრეტული ცილის სინთეზს განსაზღვრავს;

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები  

მოსწავლემ უნდა იციდეს დნმ-ის აგებულება, ფუნქცია, კომპლემენტარობის პრინციპი, რნმ-ის აგებულება, რნმ-ის სახეები, რიბოსომის აგებულება და ფუნქცია.
მოსწავლეს უნდა შეეძლოს, ტექსტზე მუშაობისას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევა, წაკითხული საკითხების ლოგიკურად დალაგება და გადმოცემა.  უნდა ფლობდეს კომუნიკაციის უნარებს.


შეფასება და თვითშეფასება


გამოვიყენებ განმავითარებელ და გამსაზღვრელ შეფასებას. ყოველი აქტივობის მიმდინარეობისას გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას,  ხოლო # 3 და #4  აქტივობის მიმდინარეობისას კი როგორც განმავითარებელს, ისე განმსაზღვრელს.


სასწავლო მასალა და რესურსები
 

სახელმძღვანელო, პლაკატი, ელექტრონული რესურსი, კომპიუტერი, პროექტორი.

No comments:

Post a Comment